XCLOSE
XCLOSE
XCLOSE
XCLOSE

H1
200x100

ge
def

ველი:5   ,   73 ბილეთი

ბილეთი 1
პასუხის ნახვა

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 4.4 პუნქტის თანახმად: მიმთითებელი ნიშანი 4.4 "მსუბუქი ავტომობილის მოძრაობა" - ნებადართულია მსუბუქი ავტომობილის, ავტობუსის, მოტოციკლის, სატვირთო ავტომობილისა და სხვა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3.5 ტონას არ აღემატება. ნიშანი მოძრაობის უფლებას აძლევს სხვა სატრანსპორტო საშუალებებსაც, რომლებიც ემსახურებიან აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ან/და ემსახურებიან, ან ეკუთვნიან ამავე ზონაში მცხოვრებ, ან მომუშავე პირებს და გამოდიან იქიდან დანიშნულების ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინზე. მოცემულ შემთხვევაში სატვირთო ავტომობილის მძღოლს, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3,5 ტონას შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა პირდაპირ, თუ ემსახურება საწარმოს, რომელიც მდებარეობს ნიშნით აღნიშნულ ზონაში.

ბილეთი 2
პასუხის ნახვა

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 3.18.2 პუნქტის თანახმად ამკრძალავი ნიშანი 3.18.2 "მარცხნივ მოხვევა აკრძალულია" კრძალავს მხოლოდ მარცხნივ მოხვევას და მძღოლს შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა ისრით ნაჩვენები მიმართულებით.

ბილეთი 3
პასუხის ნახვა

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 3.4 პუნქტის თანახმად ამკრძალავი ნიშანი 3.4 "სატვირთო ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია" კრძალავს სატვირთო ავტომობილებისა და სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობების, აგრეთვე ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანის მოძრაობას, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება (თუ ნიშანზე მასა არ არის მითითებული, ან აქვთ ნებადართული მაქსიმალური მასა, რომელიც აღემატება ნიშანზე მითითებულს). იმავე თავის 7.3.1-7.3.3 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები) 7.3.1-7.3.3 "მოქმედების მიმართულებები" მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას, ან მოძრაობის მიმართულებას უშუალოდ გზასთან არსებული ობიექტისაკენ. მოცემულ სიტუაციაში გზაჯვარედინის წინ დაყენებულია საგზაო ნიშანი 3.4 "სატვირთო ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია" მითითებული ნებადართული მაქსიმალური მასით - 8 ტონა, კრძალავს 8 ტონაზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილების მოძრაობას, ხოლო 7.3.2 დამატებითი ინფორმაციის დაფა, მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება გზაჯვარედინზე ვრცელდება მარცხნივ. მძღოლებს უფლება აქვთ გააგრძელონ მოძრაობა ნაჩვენები მიმართულებებით.

ბილეთი 4
პასუხის ნახვა

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 3.3 პუნქტის თანახმად ამკრძალავი ნიშანი 3.3 "მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია" კრძალავს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, ხოლო იმავე თავის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად საგზაო ნიშნის 3.3 "მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია" მოქმედაბა არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ან/და ემსახურება, ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ, ან მომუშავე პირს და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე. მოცემულ სიტუაციაში მოტოციკლისტს შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა პირდაპირ, თუ ის ცხოვრობს ნიშნის მოქმედაბის ზონაში.

ბილეთი 5
პასუხის ნახვა

საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ (28.05.1999 წელი) საქართველოს მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის „საგზაო ნიშნები“ 3.22 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.22 „სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია“ სატვირთო ავტომობილს, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება ეკრძალება ყველა სატრანსპორტო საშუალების გასწრება, გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა. ტრაქტორს ეკრძალება ყველა სატრანსპორტო საშუალების გასწრება, გარდა საჭაპანე ოთხთვალისა, მარხილისა და ველოსიპედისა. მოცემულ სიტუაციაში სატვირთო ავტომობილის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება და მის მძღოლს უფლება აქვს გაუსწროს სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მოძრაობს 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით.

ბილეთი 6
პასუხის ნახვა

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 3.7 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.7 "მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია" კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილებისა და ტრაქტორების მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, ხოლო იმავე თავის 7.3.1 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) 7.3.1 "მოქმედების მიმართულებანი" მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას, ან მოძრაობის მიმართულებას უშუალოდ გზასთან არსებული აღნიშნული ობიექტისაკენ. მოცემულ სიტუაციაშია გზაჯვარედინის წინ დადგმული საგზაო ნიშანი 3.7 "მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია" დამატებითი ინფორმაციის ნიშნით (დაფა) 7.3.1 "მოქმედების მიმართულებანი", მძღოლებს უკრძალავს მოძრაობის გაგრძელებას მარჯვნივ C მიმართულებით. მძღოლებს შეუძლიათ მოძრაობა გააგრძელონ A და B მიმართულებით.

ბილეთი 7
პასუხის ნახვა

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 3.29 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.29 "დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში" იძლევა ინფორმაციას, რომ ნიშნის მოქმედების ზონაში დგომა აკრძალულია თვის კენტ რიცხვებში, რის გამოც მოცემული პირველი სამი პასუხიდან არც ერთია სწორი.

ბილეთი 8
პასუხის ნახვა

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 3.7 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.7 "მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია" კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილებისა და ტრაქტორების მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას. მოცემულ სიტუაციაში მისაბმელიანი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა პირდაპირ.

ბილეთი 9
პასუხის ნახვა

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 3.29 და 3.30 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 3.29 "დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში" და 3.30 "დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში" კრძალავს ავტომობილის დგომას თვის შესაბამის რიცხებში. 3.29 და 3.30 ნიშნების ერთდროულად გამოყენებისას, სატრანსპორტო საშუალების გზის ერთი მხრიდან მეორეზე გადაყენების დროა 19-დან 21 საათამდე. ე. ი. დროის ამ პერიოდში, თვის ნებისმიერ დღეს დგომა ნიშნების მოქმედების ზონაში დარღვევად არ ითვლება. მოცემულ სიტუაციაში თვის კენტი რიცხვის საღამოს 20 საათიდან მძღოლს შეუძლია ავტომობილი დააყენოს 21 საათამდე, ანუ შეუძლია დააყენოს, მაგრამ 1 საათით.

ბილეთი 10
პასუხის ნახვა

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები", 3.28 პუნქტის თანახმად ამკრძალავი საგზაო ნიშანი 3.28 "დგომა აკრძალულია" კრძალავს სატრანსპორტო საშუალებების დგომას, ხოლო "დ" ქვეპუნქტის თანახმად 3.28 ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მართავს პირველი, ან მეორე ჯგუფის ინვალიდი, ან ინვალიდის გადამყვან სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე. მოცემულ სიტუაციაში ნიშნის მოქმედების ზონაში დგომის უფლება აქვს მსუბუქ ავტომობილს ნებისმიერი მისთვის საჭირო დროით, რადგან მასზე დაყენებული დამატებითი ინფორმაციის დაფა 7.17 "ინვალიდები" გვაწვდის ინფორმაციას, რომ მას მართავს მძღოლი ინვალიდი.