XCLOSE
XCLOSE
XCLOSE
XCLOSE

H1
200x100

ge
def

ველი:9   ,   38 ბილეთი

ბილეთი 1
პასუხის ნახვა

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" მე-7 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის საგზაო ნიშნები: -7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ ობიექტამდე. -7.2.4 "მოქმედების ზონა" მძღოლს აწვდის ინფორმაციას 3.27-3.30 ნიშნების ზონაში მისი ყოფნის შესახებ. -7.3.1 "მოქმედების მიმართულებები" მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას, ან მოძრაობის მიმართულებას უშუალოდ გზასთან არსებული ობიექტისაკენ. -7.14 "მოძრაობის ზოლი" მიუთითებს ზოლზე, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის, ან შუქნიშნის მოქმედება. მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშნებიდან გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას მიუთითებს C ასოთი აღნიშნული დამატებითი ინფორმაციის ნიშანი 7.3.1 "მოქმედების მიმართულებები".

ბილეთი 2
პასუხის ნახვა

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" მე-7 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის საგზაო ნიშნები: - 7.2.1 "მოქმედების ზონა" მიუთითებს გამაფრთხილებელი ნიშნებით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს, ან ამკრძალავი და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნების მოქმედების ზონას. -7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე, ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ ობიექტამდე. - 7.2.5 და 7.2.6 "მოქმედების ზონა" მიუთითებს 3.27-3.30 ნიშნების მოქმედების მიმართულებასა და ზონას, დგომისა და გაჩერების აკრძალვისას მოედნის, შენობის და სხვათა ერთი მხარის გასწვრივ. მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშნებიდან მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, ან სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე მიუთითებს B ასოთი აღნიშნული დამატებითი ინფორმაციის ნიშანი 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე".

ბილეთი 3
პასუხის ნახვა

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 7.18 - პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 7.18 "გარდა ინვალიდისა" მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება მოტოეტლსა და ავტომობილზე, რომელზედაც დადგმულია საცნობი ნიშანი 7.17 "ინვალიდები". მოცემულ შემთხვევაში საგზაო ნიშნის 4.1.4 "მოძრაობა პირდაპირ, ან მარჯვნივ" ქვეშ დაყენებული დამატებითი ინფორმაციის დაფა 7.18 გვაძლევს ინფორმაციას, რომ ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება მოტოეტლსა და ავტომობილებზე, რომელზედაც დადგმულია საცნობი ნიშანი 7.17 "ინვალიდები".

ბილეთი 4
პასუხის ნახვა

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 7.4.1-7.4.8 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 7.4.1-7.4.8 "სატრანსპორტო საშუალებების სახეობა" მიუთითებს სატრანსპორტო საშუალებების სახეობას, რომელზეც ვრცელდება ნიშნის მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში საგზაო ნიშნის 4.1.2 "მოძრაობა მარჯვნივ" ქვეშ დაყენებული დამატებითი ინფორმაციის დაფა 7.4.3 გვაძლევს ინფორმაციას, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება მსუბუქ ავტომობილებზე და სატვირთო ავტომობილებზე, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3,5 ტონას.

ბილეთი 5
პასუხის ნახვა

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად საგზაო ნიშნები: -3.28 "დგომა აკრძალულია" დამატებითი ინფორმაციის დაფით 7.5.6 "მოქმედების დრო" იძლევა ინფორმაციას, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება სამუშაო დღეებში 8:00 სათიდან 17:30საათამდე. -3.28 "დგომა აკრძალულია" დამატებითი ინფორმაციის დაფით 7.5.2 "სამუშაო დღეები", რომელიც იძლევა ინფორმაციას, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება სამუშაო დღეებში. -3.28 "დგომა აკრძალულია" დამატებითი ინფორმაციის დაფით 7.5.5 "მოქმედების დრო" იძლევა ინფორმაციას, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება შაბათს, კვირას და სადღესასწაულო დღეებში 8:00 სათიდან 17:30 საათამდე. -3.30 "დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში" დამატებითი ინფორმაციის დაფით 7.5.2 "სამუშაო დღეები", რომელიც იძლევა ინფორმაციას, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება თვის ლუწი რიცხვების სამუშაო დღეებში. მოცემული საგზაო ნიშნებიდან დგომის უფლებას სამუშაო დღეებში იძლევა C ასოთი აღნიშნული საგზაო ნიშანი 3.28 "დგომა აკრძალულია" დამატებითი ინფორმაციის დაფით 7.5.5 "მოქმედების დრო".

ბილეთი 6
პასუხის ნახვა

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 3.27 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.27 "გაჩერება აკრძლულია" კრძალავს სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას და დგომას, ხოლო დამატებითი ინფორმაციის დაფა 7.2.4. "მოქმედების ზონა" მძღოლს აწვდის ინფორმაციას 3.27-3.30 ნიშნების მოქმედების ზონაში მისი ყოფნის შესახებ. მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლი იმყოფება საგზაო ნიშნის 3.27 "გაჩერება აკრძლულია" მოქმედების ზონაში და ის არღვევს საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს.

ბილეთი 7
პასუხის ნახვა

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 4.7 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 4.7 "მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა" ნებას რთავს მძღოლს იმოძრაოს მხოლოდ ნიშანზე მითითებული, ან მეტი (კმ/სთ-ში) სიჩქარით ხოლო დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) 7.14 "მოძრაობის ზოლი" მიუთითებს ზოლზე, რომლზედაც ვრცელდება ნიშნის, ან შუქნიშნის მოქმედება. იმავე კანონის მე-5 თავის, 29-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "გ" ქვეპუნქტის თანახმად დაუსახლებელ პუნქტში მსუბუქი ავტომობილის მისაბმელის ბუქსირებისას, საავტომობილო გზაზე, ნებადართულია მოძრაობა არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით. მოცემულ შემთხვევაში საავტომობილო გზის მე-2 ზოლში დაყენებულია საგზაო ნიშანი 4.7 "მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა" 80 კმ/სთ სიჩქარით და მსუბუქი ავტომობილის მძღოლს არ შეუძლია გადავიდეს აღნიშნულ ზოლში და შეასრულოს გასწრება.

ბილეთი 8
პასუხის ნახვა

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 5.3 პუნქტის თანახმად საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშანი 5.3 "საავტომობილო გზა" გვაძლებს ინფორმაციას, რომ ვიმყოფებით გზაზე, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილების, ავტობუსებისა და მოტოციკლების მოძრაობისათვის. ხოლო იმავე თავის 5.30.3 პუნქტის თანახმად საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშანი 5.30.3 "მოძრაობის მიმართულება სატვირთო ავტომობილებისათვის" გვიჩვენებს მოძრაობის რეკომენდებულ მიმართულებას სატვირთო ავტომობილის, ტრაქტორის და თვითმავალი მანქანისათვის, თუ გზაჯვარედინზე მათი ერთ-ერთი მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია. ასევე 3.4 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.4 "სატვირთო ავტომობილის მოძრაობა აკრძალულია" კრძალავს სატვირთო ავტომობილისა და თვითმავალი მანქანის მოძრაობას, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასის 3,5 ტონას აღემატება (თუ ნიშანზე მასა არ არის მითითებული, ან აქვთ ნებადართული მაქსიმალური მასა, რომელიც აღემატება ნიშანზე მითითებულს. ხოლო დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები) 7.3.1 და 7.3.3 მიუთითებენ გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას, ან მიმართულებას უშუალოდ გზასთან არსებული აღნიშნული ობიექტისკენ. მოცემულ შემთხვევაში A საგზაო ნიშანი გვაძლევს ინფორმაციას, რომ გზაჯვარედინზე საავტომობილო გზა გრძელდება მარჯვნივ, B საგზაო ნიშანი გვიჩვენებს, რომ სატვირთო ავტომობილების რეკომინდებული გზა გრძელდება მარცხნივ და მათ არავითარი აკრძალვა არ შემოაქვთ, ხოლო C საგზაო ნიშნები კრძალავენ 3,5 ტონაზე მეტი მაქსიმალური ნაბადართული მასის მქონე სატვირთო ავტომობილის მოძრაობას მარჯვნივ და მარცხნივ.

ბილეთი 9
პასუხის ნახვა

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 3.18.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.18.1 "მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია" –კრძალავს მარჯვნივ მოხვევას და მოქმედებს სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც ის დგას, ხოლო იმავე თავის 7.4.1–7.4.8 პუნქტების თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 7.4.1-7.4.8 “სატრანსპორტო საშუალების სახეობა” – მიუთითებს სატრანსპორტო საშუალების სახეობას, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში საგზაო ნიშნის 3.18.1 “მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია” ქვეშ დგას დამატებითი ინფორმაციის დაფა 7.4.2, რომლიც გვაძლევს ინფორმაციას, რომ საგზაო ნიშნის 3.18.1. “მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია” მოქმედება ვრცელდება მხოლოდ მისაბმელიან სატვირთო ავტომობილებზე, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება, ხოლო მისაბმელიან მსუბუქი ავტომოლის მძღოლს უფლება აქვს გააგრძელოს მოძრაობა ყველა ნაჩვენები მიმართილებით.

ბილეთი 10
პასუხის ნახვა

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 2.1 პუნქტის თანახმად პრიორიტეტის ნიშნები ადგენს გზაჯვარედინის, სავალი ნაწილის გადაკვეთის, ან გზის ვიწრო მონაკვეთის გავლის რიგითობას. საგზაო ნიშანი 2.1 "მთავარი გზა" გვაჩვენებს გზას, რომელზედაც მძღოლს ენიჭება მოუწესრიგებელი გზაჯვარედინის უპირატესი გავლის უფლება. ხოლო დამატებითი ინფორმაციის დაფა 7.13 "მთავარი გზის მიმართულება" მიუთითებს მთავარი გზის მიმართულებას გზაჯვარედინზე. მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილი იმყოფება მთავარ გზაზე და სარგებლობს გზაჯვარედინის უპირატესი გავლის უფლებით. გზა უნდა დაუთმოს სატვირთო ავტომობილის მძღოლმა.