XCLOSE
XCLOSE
XCLOSE
XCLOSE

ge

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა

ელემენტი 1

ელემენტი 2

ელემენტი 3

ელემენტი 4

ელემენტი 5

ელემენტი 6

მძღოლობის კანდიდატებისაგან პრაქტიკული გამოცდის მიღება წარმოებს იმ კატეგორიის მექანიკურ გადამცემი კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზეც გავლილი აქვთ სწავლების სრული კურსი. ”A” კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღები გამოცდა ტარდება უეტლო მოტოციკლზე ან მოტოროლერზე.

ჯანმრთელობა შეზღუდულ პირთათვის მართვის უფლების მისაღები გამოცდა შეიძლება ჩატარდეს ავტომატურ გადამცემთა კოლოფის მქონე საგამოცდო ავტომობილზე, იმ შემთხვევაში თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის (მძღოლობის კანდიდატის) ფიზიკური ნაკლის გამო, პრაქტიკული გამოცდის მიღება უნდა წარმოებდეს მძღოლობის კანდიდატისათვის ადაპტირებული ავტომობილით (მაგალითად სიჩქარის ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე ან დამატებით სატერფულებით აღჭურვილი ავტომობილით, ან სხვა), საგამოცდო ავტომობილის წარმოდგენა ხორციელდება მძღოლობის კანდიდატის მიერ.

პრაქტიკული გამოცდა ტარდება ავტოდრომზე ან დახურულ მოედანზე, რომელიც აღჭურვილია გამოცდის მისაღებად საჭირო ელემენტებითა და ტექნიკური საშუალებებით.

იზოლირებულ ტერიტორიაზე გამოცდების ჩატარების მიზანია მძღოლობის კანდიდატთა მიერ ავტომობილის ტარების ელემენტების შესრულების უნარ - ჩვევების შემოწმება და საგზაო მოძრაობის პირობებში მათ მიერ მოძრაობის უსაფრთხოების მხრივ მოთხოვნათა დაცვის შეფასება.
ტერიტორიებს, რომლებიც გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებებზე პრაქტიკული გამოცდების ჩასატარებლად აღჭურვილია შემდეგი საგამოცდო ელემენტებით:

ა) “პარალელური პარკირება“;
ბ) „ზიგზაგი“;
გ) „შეზღუდული სიგანის შემოსაბრუნებელი უბანი“( „მოძრაობის მიმართულების შეცვლა“);
დ) „ბოქსი ავტომობილის უკუსვლით სადგომზე დასაყენებლად“ („უკუსვლით პარკირება“);
ე) „რვიანი“;
ზ)“აღმართი“;
თ) „პლატფორმასთან უკუსვლით პარკირების უბანი“;
ი)„საგაბარიტო წრეში მობრუნება“ (ელემენტის არ არსებობის შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს „შეზღუდული სიგანის შემოსაბრუნებელი უბანისათვის“ განკუთვნილი ტერიტორია).

„A“ კატეგორიის, აგრეთვე „A1“ და „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდზე მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია ჩააბაროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) „რვიანი“;
ბ) „ზიგზაგი“;
გ) „საგაბარიტო წრეში მობრუნება“ (მხოლოდ „A“კატეგორიისა და „A1“ ქვეკატეგორიისათვის);
დ) „შეზღუდული სიგანის შემოსაბრუნებელი უბანი“ (მხოლოდ „B1“ ქვეკატეგორიისათვის);.

„B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდზე მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია ჩააბროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) „პარალელური პარკირება“;
ბ) „ზიგზაგი“;
გ) „შეზღუდული სიგანის შემოსაბრუნებელი უბანი“ („მოძრაობის მიმართულების შეცვლა“):
დ) „უკუსვლით პარკირება“ (ბოქსში ავტომობილის უკუსვლით დაყენება);
ე) „რვიანი“;
ვ) „აღმართიანი უბანი“ („აღმართი“).

„BE“, „C“, „CE“, „D“ ან „DE“ კატეგორიის, აგრეთვე „C1“, „C1E“, „D1“ ან „D1E“ ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია ჩააბროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) „უკუსვლით პარკირება“;
ბ) „აღმართიანი უბანი“ („აღმართი“);
გ) „პლატფორმასთან უკუსვლით დაყენება“;

პრაქტიკული გამოცდის შეფასება ხორციელდება შემდეგი წესით: გამოცდის დაწყებამდე მძღოლობის კანდიდატს ენიჭება 100 ქულა, რომლიდანაც მძღოლობის კანდიდატის მიერ მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იქვითება საჯარიმო ქულები. პრაქტიკული გამოცდა წარამტებით ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ მძღოლობის კანდიდატი პრაკტიკული გამოცდის ყველა საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნის შესრულების შედეგად არ დააგროვებს 39-ზე მეტ საჯარიმო ქულას.

პრაქტიკულ გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში კანდიდატს შეუძლია ხელმეორედ გამოცდაზე გასვლა 7 დღის შემდეგ.
იმ შემთხვევაში თუ 1 თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მძღოლობის კანდიდატი თეორიულ გამოცდას აბარებს თავიდან.