ge

სარჩევი-დააჭირეთ აქ

SHOW

მართვის მოწმობის ბილეთები A,B კატეგორია
მართვის მოწმობის ტესტები A,B კატეგორია
მართვის მოწმობის ტესტები ველის არჩევით A,B კატეგორია
მართვის მოწმობის ბილეთები C,D,E კატეგორია(2012 წლის რედაქციით)
მართვის მოწმობის ტესტები C,D,E კატეგორია(2012 წლის რედაქციით)
რეიტინგი A , B კატეგორიის ტესტირება
რეიტინგი C,D,E კატეგორიის ტესტირება
გამოცდა
გზამკვლევი
საგზაო ნიშნები
ფსიქო-დალტო
კანონმდებლობა
ავტოსკოლები

"საგზაო ნიშნებისა და სიგნალების შესახებ"
საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად

საგზაო ნიშნები მოძრაობის უსაფრთხოების მოწესრიგებისა და უზრუნველყოფის მნიშვნელოვან საშუალებად ითვლება. ისინი აფრთხილებენ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს სახვადასხვა სახიფათო უბნებთან მიახლოების თაობაზე, აწესრიგებენ გზაჯვარედინის, სავალი ნაწილების გადაკვეთისა და გზის ვიწრო უბნის გავლის თანმიმდევრობას, ზღუდავენ ან კრძალავენ ქუჩებისა და გზების ცალკეულ უბნებზე ზოგიერთი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, ნებას რთავენ იმოძრაონ გარკვეული მიმართულებით, აზუსტებენ ძირითადი ნიშნების მოქმედების ზონას, დროს, მანძილს ობიექტამდე ან ზღუდავენ მათ მოქმედებას. საგზაო ნიშნები ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებისა და 23457-86 სტანდარტის მიხედვით იყოფა 7 ჯგუფად. ესენია: მაფრთხილებელი, პრიორიტეტის, ამკრძალავი, მიმთითებელი, საინფორმაციო-მაჩვენებელი, სერვისის (მომსახურების) და დამატებითი იფორმაციის ნიშნები. ასევე განსაკუთრებულ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალებების აღნიშვნის მიზნით მათზე მაგრდება საცნობი ნიშნები, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებში გამოყოფილია ცალკე ჯგუფად. ყველა ნიშანს მიკუთვნებული აქვს თავისი ნომერი (ინდექსი), რომელიც ორი რიცხვისაგან შედგება. პირველი რიცხვი უჩვენებს ჯგუფს, ხოლო მეორე - ნიშნის რიგით ნომერს ჯგუფის შიგნით. ნიშნის ყოველ ჯგუფს აქვს განსაზღვრული ფორმა და ფერი, რაც მნიშვნელოვან მანძილზე მათი გამოცნობის საშუალებას იძლევა. საგზაო ნიშნები გამოიყენება, როგორც სტაციონალურ, ისე დროებით სადგარზე. თუ სტაციონარული და დროებითი საგზაო ნიშნების მოთხოვნები ურთიერთსაპირისპიროა, მძღოლი ხელმძღვანელობს დროებითი ნიშნებით. ასევე თუ სადგარზე გამოსახული დროებითი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნის ხაზების მნიშვნელობა ურთიერთსაპირისპიროა, მძღოლები ხელმძღვანელობენ საგზაო ნიშნებით.


მაფრთხილებელი

პრიორიტეტის

ამკრძალავი

მიმთითებელი

საინფორმაციო-მაჩვენებელი

სერვისის

დამატებითი ინფორმაციის

შუქნიშნის სიგნალები

საგზაო მონიშვნები

ეფუძნება საქართველოს შსს–ს მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდს

saagento.security.gov.ge

მაფრთხილებელი ნიშნები

მაფრთხილებელი ნიშნები საგზაო მოძრაობის მონაწილეებს აუწყებენ გზაზე არსებული კონკრეტული საშიშრობის შესახებ, რომელზედაც მოძრაობა მდგომარეობის შესაბამისი ზომების მიღებას მოითხოვს. გამაფრთხილებელი ნიშნები არსებობს ორი სახის: სამკუთხა (ევროპული) და რომბისებური (ამერიკული). საქართველოში მიღებულია თეთრი ფონის, ირგვლივ წითელი არშიის მქონე ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმის, ქვედა გვერდით ჰორიზონტალურად განლაგებული, წვერით მაღლა მიმართული გამაფრთხილებელი ნიშნები.

1.1"რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი"

აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს შლაგბაუმით აღჭურვილ რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების შესახებ. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება ორჯერ, პირველი150-300 მეტრში, ხოლო მეორე 50 მეტრში რკინიგზის გადასასვლელამდე. თუ რკინიგზის გადასასვლელი მდებარეობს დასახლებულ პუნქტში ნიშანი იდგმება ერთხელ 50-100 მეტრში. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი1.1 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" დამატებითი ინფორმაციის დაფასთანერთად.

1.2 "რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი"

აფრთხილებს მძღოლს უშლაგბაუმო რკინიგზის გადასასვლელის შესახებ. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება გადასასვლელამდე ორჯერ: პირველად 150-300 მ. და მეორედ -50 მ. დასახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმებაერთხელ 50-100 მ. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.2 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.

1.3.1 "ერთლიანდაგიანი რკინიგზა"

აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს უშლაგბაუმო, ერთლიანდაგიანი რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების შესახებ. ნიშანი იდგმება უშუალოდ რკინიგზის გადასასვლელის წინ.

1.3.2 "მრავალლიანდაგიანი რკინიგზა

აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს უშლაგბაუმო, ორი ან მეტ ლიანდაგიანი რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების შესახებ. ნიშანი იდგმება უშუალოდ რკინიგზის გადასასვლელის წინ.

1.4.1 "რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება"

1.4.1-1.4.6 ნიშნები დამატებით აფრთხილებენ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს შლაგბაუმიანი ან უშლაგბაუმო რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების შესახებ. ნიშნები იდგმება მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში შემდეგნაირად:

რკინიგზის გადასასვლესთან მიახლოვება(50 მ/. მარჯვენა)

რკინიგზის გადასასვლესთან მიახლოვება (მარჯვენა)





ნიშნები დამატებით აფრთხილებენ მძღოლს რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოებაზე და იდგმება მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტებში

1.5 ტრამვაის ხაზის გადაკვეთა"

აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს ტრამვაის ხაზის გადაკვეთასთან მიახლოების შასახებ. დასახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 50-100 მეტრში, დაუსახლებულში 105-300 მეტრში ტრამვაის ხაზის გადაკვეთიდან.

1.6 "თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთა"

აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთასთან მიახლოების შასახებ. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში არანაკლებ 50 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. ამ ნიშანზე მძღოლმა გზები უნდა ჩათვალოს თანაბარ მნიშვნელოვნად, თუნდაც ერთი გზა იყოს მოპირკეთებული მაგარი საფენით, ხოლო მეორე უსაფენო(მიწის).

1.7 "წრიული მოძრაობის გადაკვეთა"

აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს იმის შასახებ. რომ უახლოვდება რთულ გზაჯვარედინს, სადაც ორგანიზებულია წრიული მოძრაობა და გზაჯვარედინის წინ დადგმულია 4.3 "წრიული მოძრაობა" მიმთითებელი ნიშანი. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში გზაჯვარედინამდე.

1.8 "შუქნიშნით რეგულირება"

აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს გზაჯვარედინთან, ქვეითთა გადასასვლელთან ან გზის მონაკვეთთან მიახლოებაზე, სადაც მოძრაობა რეგულირდება შუქნიშნით. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე.

1.9"გასახსნელი ხიდი"

აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს გასახსნელ ხიდთან ან საბორნე გადასასვლელთან მიახლოების შესახებ. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი მეორდება. მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო უბნის დასაწყისამდე არანაკლებ 50 მეტრ მანძილზე.

1.10 "სანაპიროზე გასასვლელი"

აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, იმის შესახებ, რომ გზა გადის სანაპიროზე (მდინარის, ტბის ან ზღვის ნაპირზე) დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი მეორდება. მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო უბნის დასაწყისამდე არანაკლებ 50 მეტრ მანძილზე.

1.11.1 "სახიფათო მოსახვევი"

აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს მარჯვნივ მიმართული სახიფათო ან შეზღუდული ხილვადობის მოსახვევთან მიახლოების შესახებ. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე.

1.12.1 "სახიფათო მოსახვევები"

აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს პირველი მოსახვევით მარჯვნივ მიმართული სახიფათო ან შეზღუდული ხილვადობის მოსახვევთან მიახლოების შესახებ. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე.1.12.1 "სახიფათო მოსახვევები" ნიშანთან ერთად შეიძლება გამოყენებული იქნეს 7.2.1 "მოქმედების ზონა" დამატებითი ინფორმაციის დაფა, რომელიც მიუთითებს სახიფათო უბნის სიგრძეს.

1.12.2 "სახიფათო მოსახვევები"

აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს პირველი მოსახვევით მარცხნივ მიმართული სახიფათო ან შეზღუდული ხილვადობის მოსახვევთან მიახლოების შესახებ. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. 1.12.2 "სახიფათო მოსახვევები" ნიშანთან ერთად შეიძლება გამოყენებული იქნეს 7.2.1 "მოქმედების ზონა" დამატებითი ინფორმაციის დაფა, რომელიც მიუთითებს სახიფათო უბნის სიგრძეს.

1.13 "ციცაბო დაღმართი"

აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს სახიფათო დაღმართის არსებობის შესახებ, რომლის დახრილობა ნაჩვენებია ნიშანზე პროცენტებში. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. 1.13 "ციცაბო დაღმართი" ნიშანთან ერთად შეიძლება გამოყენებული იქნეს 7.2.1 "მოქმედების ზონა" დამატებითი ინფორმაციის დაფა, რომელიც მიუთითებს სახიფათო უბნის სიგრძეს. საგზაო ნიშნები 1.13 "ციცაბო დაღმართი" და 1.14 "ციცაბო აღმართი" შეიძლება დაიდგას უშუალოდ დაღმართის ან აღმართის დასაწყისში, თუ დაღმართი და აღმართი ერთმანეთის მიყოლებითაა.

1.14 "ციცაბო აღმართი"

აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს სახიფათო აღმართის არსებობის შესახებ, რომლის დახრილობა ნაჩვენებია ნიშანზე პროცენტებში. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. 1.14 "ციცაბო აღმართი" ნიშანთან ერთად შეიძლება გამოყენებული იქნეს 7.2.1 "მოქმედების ზონა" დამატებითი ინფორმაციის დაფა, რომელიც მიუთითებს სახიფათო უბნის სიგრძეს. საგზაო ნიშნები 1.13 "ციცაბო დაღმართი" და 1.14 "ციცაბო აღმართი" შეიძლება დაიდგას უშუალოდ დაღმართის ან აღმართის დასაწყისში, თუ დაღმართი და აღმართი ერთმანეთის მიყოლებითაა.

1.15 "მოლიპული გზა"

აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს გზის მოლიპულ უბანთან მიახლოებაზე, სადაც გაზრდილია მოცურების საშიშროება. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.15 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.

1.16 "უსწორმასწორო გზა"

აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს გზის უბანთან მიახლოებაზე, რომლის სავალი ნაწილის ზედაპირი უსწორმასწოროა (ტალღოვანი, ღრანტებიანი, ხიდთან უსწორმასწორო შეუღლებებით და ა. შ.).დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.16 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.

1.17 "ქვის ასხლეთა"

საგზაო მოძრაობის მონაწილეებს გზის უბანთან მიახლოებაზე, რომლზედაც მოძრაობისას შესაძლოა სატრანსპორტო საშუალების თვლებიდან ქვის ასხლეტა. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.17 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.

1.18.1 "გზის შევიწროვება"

აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის ან გზის ვაკისის მკვეთრი შევიწროვების შესახებ ორივე მხრიდან. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.18.1 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.

1.18.2 "გზის შევიწროვება"

აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის ან გზის ვაკისის მკვეთრი შევიწროვების შესახებ მარჯვენა მხრიდან. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.18.2 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.

1.18.3 "გზის შევიწროვება"

აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის ან გზის ვაკისის მკვეთრი შევიწროვების შესახებ მარცხენა მხრიდან. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.18.3 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.

1.19 "ორმხრივი მოძრაობა"

აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს ცალმხრივ მოძრაობიანი გზის მონაკვეთის დამთავრების და შემხვედრი მოძრაობიანი გზის უბანთან მიახლოების თაობაზე. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.19 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.

1.20 "ქვეითთა გადასასვლელი"

აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს 5.16.1 და 5.16.2 საგზაო ნიშნებით ან 1.14.1-1.14.3 საგზაო მონიშვნით აღნიშნული ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლეთან მიახლოების შესახებ.დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.20 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.

1.21 "ბავშვები"

აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს გზის მონაკვეთთან მიახლოების შესახებ, რომლის სავალ ნაწილზე შესაძლოა ბავშვების გამოჩენა. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი მეორდება. მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო უბნის დაწყებამდე არანაკლებ 50 მეტრ მანძილზე. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.21 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.

1.22 "საველოსიპედო ბილიკის გადაკვეთა"

აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს საველოსიპედო ბილიკთან მიახლოების შესახებ. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.22 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.

1.23 "საგზაო სამუშაოები"

აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს გზის სავალ ნაწილზე სამუშაოების წარმოების შესახებ. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი მეორდება. მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო უბნის დაწყებამდე არანაკლებ 50 მეტრ მანძილზე. სავალ ნაწილზე ხანმოკლე სამუშაოების ჩატარებისას საგზაო ნიშანი 1.23 "საგზაო სამუშაოები" შეიძლება დაიდგას სამუშაოს ჩატარების ადგილიდან 10-15 მეტრ მანძილზე. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.23 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.

1.24 "პირუტყვის გადარეკვა"

აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს გზაზე შინაური ცხოველების გამოჩენის თაობაზე. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.24 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.

1.25 "გარეული ცხოველები"

აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს გზაზე გარეული ცხოველების გამოჩენის თაობაზე. ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.25 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.

1.26 "ქვის ცვენა"

აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს გზის მონაკვეთთან მიახლოების შესახებ, სადაც შესაძლოა ჩამონგრევები, მეწყერი ან ქვის ცვენა. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.26 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.

1.27 "გვერდითი ქარი"

აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს გზის უბანთან მიახლოებაზე, სადაც შესაძლებელია ძლიერი გვერდითი ქარი, რაც ხელს შეუშლის ავტომობილის სწორხაზოვან მოძრაობას. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.27 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.

1.28 "დაბლამფრენი თვითმფრინავები"

საგზაო მოძრაობის მონაწილეებს აფრთხილებს, რომ ვუახლოვდებით გზის უბანს, სადაც შესაძლებელია დაბალ სიმაღლეზე მფრენი თვითმფრინავების ან ვერტმფრენის გამოჩენა. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.28 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.

1.29 "გვირაბი"

საგზაო მოძრაობის მონაწილეებს აფრთხილებს, რომ ვუახლოვდებით გვირაბს, სადაც არ არის ხელოვნური განათება, ანდა გვირაბს, რომლის შესასლელ პორტალში ხილვადობა შეზღუდულია. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.29 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.

1.30 "სხვა საშიშროებანი"

საგზაო მოძრაობის მონაწილეებს აფრთხილებს, რომ ვუახლოვდებით გზის მონაკვეთს, სადაც არსებობს სხვა გამაფრთხილებელი ნიშნებით გაუთვალისწინებელი საშიშროებანი. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.30 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.