ge

სარჩევი-დააჭირეთ აქ

SHOW

მართვის მოწმობის ბილეთები A,B კატეგორია
მართვის მოწმობის ტესტები A,B კატეგორია
მართვის მოწმობის ტესტები ველის არჩევით A,B კატეგორია
მართვის მოწმობის ბილეთები C,D,E კატეგორია(2012 წლის რედაქციით)
მართვის მოწმობის ტესტები C,D,E კატეგორია(2012 წლის რედაქციით)
რეიტინგი A , B კატეგორიის ტესტირება
რეიტინგი C,D,E კატეგორიის ტესტირება
გამოცდა
გზამკვლევი
საგზაო ნიშნები
ფსიქო-დალტო
კანონმდებლობა
ავტოსკოლები

მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები მათი ტიპის, დანიშნულებისა და მართვის თავისებურებების მიხედვით იყოფა კატეგორიებად ქვეკატეგორიებად, რომლებზეც შესაბამისად გაიცემა მართვის მოწმობა, აგრეთვე საერთაშორისო მართვის მოწმობა.

მართვის მოწმობა გაიცემა:


A,B,C,D,BE,CE,DE,S,T, A1,B1,C1,D1,C1E,D1E.

_________________________________________________________________________________________
A - მოტოციკლები;

B - ავტომობილები (გარდა A კატეგორიას მიკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებისა), რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და რომელთა დასაჯდომ ადგილთა რაოდენობა, მძღოლის ადგილის გარდა, არ აღემატება რვას, აგრეთვე B კატეგორიის ავტომობილი გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს ან B კატეგორიის ავტომობილი გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს;

C - ავტომობილები (გარდა D1 ქვეკატეგორიას ან D კატეგორიას მიკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებისა), რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, აგრეთვე C კატეგორიის ავტომობილი გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;

შენიშვნა:
- "C" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს მართვის მოწმობის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ უფლება აქვს დადგენილი წესით გადაიყვანოს მგზავრები სატვირთო ავტომობილის ძარით, თუ მგზავრთა რაოდენობა, გარდა მძღოლისა, 8-ს არ აღემატება.
- "C" და "D" კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს "C" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღებიდან სამი წლის შემდეგ უფლება აქვს, დადგენილი წესით მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარით გადაიყვანოს 8-ზე მეტი მგზავრი.

D - ავტომობილები, რომლებიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომელთა დასაჯდომ ადგილთა რაოდენობა, მძღოლის ადგილის გარდა, აღემატება რვას, აგრეთვე, D კატეგორიის ავტომობილი გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;

BE - B კატეგორიის ავტომობილი გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს და აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, აგრეთვე B კატეგორიის ავტომობილი გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს;

CE - C კატეგორიის ავტომობილი გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;

DE - D კატეგორიის ავტომობილი გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;

A1 - მოტოციკლები, რომელთა ძრავის მუშა მოცულობა არ აღემატება 125 სმ3 და მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 11 კვტ (მსუბუქი მოტოციკლები);

B1 - მოტორიზირებული ტრიციკლები და კვადროციკლები;

C1- ავტომობილები, (გარდა D1 ქვეკატეგორიას ან D კატეგორიას მიკუთვნილი ავტომობილებისა), რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 7 500 კგ-ს, აგრეთვე C1 ქვეკატეგორიის ავტომობილი გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;

D1 - მგზავრების გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილი, რომელთა დასაჯდომ ადგილთა რაოდენობა, მძღოლის ადგილის გარდა აღემატება რვას, მაგრამ არ აღემატება 16-ს და რომელთა სიგრძე არ აღემატება 8 მეტრს, აგრეთვე D1 ქვეკატეგორიის ავტომობილი გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;

C1E - C1 ქვეკატეგორიის ავტომობილი გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს.

D1E - D1 ქვეკატეგორიის ავტომობილი გადაბმული მისაბმელთან, რომელიც არ არის განკუთვნილი მგზავრების გადაყვანისთვის და მისი ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს.

T – სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორები და სხვა სპეციალიზირებული თვითმავალი მანქანები, რომლებიც განკუთვნილნი არიან სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო და სატყეო სამუშაოების შესრულებისათვის, აგრეთვე T კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება გადამბული მისაბმელთან.

S - სპეციალიზირებული თვითმავალი მანქანები, რომლებიც განკუთვნილნი არიან საგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად, აგრეთვე S კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება გადაბმული მისაბმელებთან.

ტრამვაი.



საერთაშორისო მართვის მოწმობა
საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა საქართველოს მოქალაქეზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე და მოქალაქეობის არმქონე პირზე, მართვის მოწმობის საფუძველზე, იდენტური მართვის უფლების კატეგორიებით/ქვეკატეგორიებით და ვრცელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ "საგზაო მოძრაობის შესახებ" ვენის 1968 წლის 8 ნოემბრის კონვენციის მონაწილე ქვეყნების ტერიტორიაზე, დადგენილი წესით.

საერთაშორისო მართვის მოწმობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა საგამოცდო სამსახურში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;
ბ) ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობა;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. (საერთაშორისო მართვის მოწმობის საფასური შეადგენს 109 ლარს).

საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა 3 წლის ვადით.